ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოს საჯარო სკოლის სერთიფიცირებული და მესამე კლასის მასწავლებლები, რომლებსაც წარმატებით აქვთ გავლილი 1:1 ელექტრონული სწავლების ტრენინგი.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი (სულ 36 საათი)
მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.
სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.
5 comments:
დღეს 2013 წლის 26 ოქტომბერია . ვარ ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლაში , ტრენინგზე . ტრენინგს ატარებს მაია ბაზღაძე .დღეს მესამე დღეა. ტრენინგის თემა არის ,, პროექტებით საწავლება" , რაც ჩემთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო თემაა. თანაც ძალიან თანამედროვე.
ტრენერი ძალიან გასაგებად და საინტერესოდ საუბრობს . ყველაფერს დეტალურად გვიხსნის.
ვთვლი, რომ დღევენდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის , ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე.e
დღეს საინტერესო გაკვეთილი იყო, მაია ნიჭიერი და შრომისმოყვარე ტრენერია.
ძალიან კმაყოფილი ვარ , ბევრი ინფორმაცია მივიღე ,ეს ყველაფერი გამომადგება მუშაობის პროცესში.
დიდი მადლობა მაიკო )
რამდენიმე დღეა რაც ტრენინგი დაიწყო და უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე (თუმცა მეგონა რომ რაღაც ვიცოდი)უღრმესი მადლობა ჩვენს ნიჭიერ ტრენერს <3
მაიკო, ამ ვიდეომ შოკში ჩამაგდო, მართლა არსებობს მსგავსი რამ თუ... ფანტასტიკაა! საოცრებაა! აღფრთოვანებული ვარ!
Post a Comment