Friday, October 11, 2013

პროექტებით სწავლება

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები. 

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. 
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოს საჯარო სკოლის სერთიფიცირებული და მესამე კლასის მასწავლებლები, რომლებსაც წარმატებით აქვთ გავლილი 1:1 ელექტრონული სწავლების ტრენინგი.

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი (სულ 36 საათი)

მოდული 1: პროექტებით სწავლება

მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა

მოდული 3: კავშირები

მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა

მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება

მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის

მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება

იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:  საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.

სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.